ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

18:30, 03.08.2026

პირველი ანგელოზის დღე ილია მეორის გარეშე – ქუთაისში, კულტურული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ქუთაისელი პოეტის ომარ გვეტაძის, ილია მეორისადმი მიძღვნილი ლექსის ექსპონატური ნამუშევრის წარდგინება. საღამოს საპატრიარქოს ჩოხოსნები, სტუდენტები, სასულიერო პირები და  კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი