ილია მეორის ეპოქა - პირველი არხის არქივი

12 წლის წინანდელი მოგონებები – ჩვენს მომდევნო ჩართვაში გავიხსენებთ ტაო-კლარჯეთში კათოლიკოს-პატრიარქის მოგზაურობას.

ილია მეორე ისტორიულ საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად იმყოფებოდა. მოილოცა ქართული ეკლესიები და ისტორიული ადგილები, იყო რამდენიმე ემოციური შეხვედრაც, რომელიც „მოამბემ“ გადაიღო.

2014 წლის მოგზაურობის შესახებ მერაბ წულუკიძე გვიამბობს. სწორედ მერაბი ოპერატორ ედუ კოჩალიძესთან ერთად ახლდა პატრიარქს ტაო-კლარჯეთში.