ილია მეორის ეპოქა 

21:37, 20.03.2026

გამორჩეული პიროვნული თვისებები, ხმა, ტემბრი, შეუპოვარი და მტკიცე ხასიათი, მრავალმხრივი ცოდნა და ნიჭი, უბრალოება, თავმდაბლობა – ასე იხსენებენ პატრიარქს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, რომლებსაც ილია მეორესთან მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ბევრს საუბრობენ მის ბრძნულ დარიგებებზე, შეგონებებზე და რჩევებზე და იმ მძიმე პერიოდზე, როცა საეკლესიო კრების მიერ ერთხმად არჩეული პატრიარქი ისტორიული მისიის შესრულებას შეუდგა. თავადაც ამბობდა, რომ პირველ მიზნად ერის გამთლიანება დაისახა. სარწმუნოების და ტრადიციების დაცვა-განმტკიცებასთან, ეკლესიების აღდგენა-მშენებლობასთან, სასულიერო პირების და ეპარქიების ზრდასთან და სასულიერო საგანმანათლებლო კერების აღდგენასთან ერთად, ილია მეორეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი განათლების, მეციერების და კულტურის სფეროების განვითარებაშიც. ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, საგალობლებს და წერდა ხატებს. იყო არაერთი საინტერესო წამოწყების თუ პროექტის ავტორი და საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ყველასთვის მაგალითის მიმცემი.

თათია ბუხრაშვილმა დღეს იმ ადამიანებს მოუსმინა, რომლებსაც შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე კათოლიკოს-პატრიარქთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ.

მსგავსი