ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს. მსოფლიო პატრიარქმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში კი გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.