ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხვალ, დილით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. მანამდე, ერთი დღით ადრე, სამების საკათედრო ტაძრიდან ილია მეორეს საზეიმო თარიღი მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიულოცა. მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.