ილია მეორეს სამუდამო განსასვენებელი სიონის ტაძარი იქნება

12:17, 21.03.2026

ილია მეორეს სამუდამო განსასვენებელი სიონის ტაძარი იქნება. ადგილი, სადაც 1917 წლის შემდეგ საქართველოს რვა პატრიარქია დაკრძალული. ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს რიგით 141-ე კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით საკურთხეველთან დაკრძალავენ. ცერემონიას დაესწრებიან დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ხვალ, დილის 11:00 საათზე საქართველოში ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი, რომელიც წესის აგების მსახურებას წარუძღვება. დადასტურებულია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე იქნება იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი დელეგაცია, ასევე დელეგაცია ვატიკანიდან, იქნებიან სტუმრები ალექსანდრიის საპატრიარქოდან და სხვადასხვა ქვეყნის ავტოკეფალიური ეკლესიიდან. სიონის ტაძარში გადასვენების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ დილის 9:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს.

მსგავსი