ილია მეორეს პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ჩამოვიდნენ
ილია მეორეს პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ჩამოვიდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. სამძიმრის გამოსახატად საქართველოში 20-ზე მეტი ავტოკეფალიური ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა. საქართველოს ეწვია სომხეთის პრეზიდენტიც დელეგაციასთან ერთად. სამებაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციაც.