ილია მეორემ სამების ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა და შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა.

ღვთისმსახურების შემდეგ, ილიამ მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც შენდობისა და სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიაქის თქმით, ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს. მისივე თქმით, ადამიანმა უნდა განიცადოს ცოდვა დიდი გონებით და დიდი გონება არის გული.

ხვალიდან დიდი მარხა იწყება. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღეს კი მართლმადიდებელ ეკლესიაში საგანგებო ღვთისმსახურება ტარდება და შენდობის ლოცვა იკითხება. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. მისივე სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. შენდობის ლოცვა კი საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა.