ილია მეორემ კარდინალ პიეტრო პაროლინის საპატრიარქოში უმასპინძლა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კარდინალ პიეტრო პაროლინის საპატრიარქოში უმასპინძლა. საპატიო სტუმრის ვიზიტი საქართველოსა და რომის ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ეძღვნებოდა.

შეხვედრისას ქრისტიანული სამყაროს წინაშე მდგარ სირთულეებსა და თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრეს. უწმინდესის განცხადებით, ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო და კარდინალის ვიზიტიც სწორედ ამ ისტორიული თანამშრომლობის გაგრძელებაა.