ილია მეორე: თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს,-ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ბავშვებს, რომლებიც ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ამბიონზე მიიპატიჟა.

ქადაგებისას, პატრიარქმა ქართველ ახალგაზრდებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მოზარდები ცუდი ჩვევებისაგან გათავისუფლდებიან და მომავალში მყარ და ერთგულ ოჯახს შექმნიან.

ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდები დალოცა და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.