ილია მეორე იუბილესთან დაკავშირებით მილოცვებს იღებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა, მისალოცად დილიდან მიდიან სტუმრები.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

გაიმართა ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაციაც.

საპატრიარქოდან ნათია ქენქაძე ისაუბრებს.