ილია მეორე - ბედნიერია ის ადამიანი, რომელშიც ქრისტე იშვება

ბედნიერია ის ადამიანი, რომელშიც ქრისტე იშვება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა.

ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და მის მიერ შემოღებული ტრადიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც მორწმუნეები შობას საკუთარი სახლების ფანჯრებში დანთებული სანთლით ეგებებიან.

მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.