ილია მეორე, აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით, მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს

15:16, 06.01.2018

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ღამის 11 საათიდან კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. ილია მეორე, აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მილოცვის წერილებს, თითქმის მთელი მსოფლიოდან, ამ დრომდე იღებს.

საქართველოს საპატრიარქო წერილებს ვებ გვერდზე აქვეყნებს. მის უწმინდესობას ამ მნიშვნელოვან თარიღს მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, იერუსალიმის და სრულიად პალესტინის, რუსეთისა და სომხეთის პატრიარქები, ასევე ვარშავის და პოლონეთის მიტროპოლიტი, ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ულოცავენ.

ილია მეორეს 40 წლის იუბილე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმაც მიულოცეს. საგანგებო წერილი გამოგზავნა ბრიტანეთის დედოფალმა და პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა.

მსგავსი