ილია მეორე - 1933-2026 - სოფელ სნოდან დანახული პატრიარქის ეპოქა  

კათოლიკოს პატრიარქს მთელი საქართველო უდიდესი გულისტკივილით დაემშვიდობა, თუმცა გამორჩეულად მგლოვიარეა უწმინდესის მშობლიური სოფელი სნო, ადგილი, სადაც ილია მეორემ ბავშვობის წლები, ოჯახთან ერთად გაატარა. თანასოფლელები ერის სულიერ მამას განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ. ადგილობრივები „მოამბესთან“ ყვებიან, რომ სნოში უწმინდესის ყოველი სტუმრობა, დღესასწაული იყო. სოფელში, ილია მეორის ბავშვობის სახლი ახლაც დგას, – სახლი, სადაც მომავალი პატრიარქი აღიზარდა, შემდგომ კი მთელი ცხოვრება ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანში რწმენის განმტკიცებას მიუძღვნა.

49-წლიანი მზიანი ღამის შემოქმედის, უწმინდესის მშობლიური სოფელი და ბავშვობის ისტორიები – ნახეთ ანა მასხარაშვილის რეპორტაჟში.