ილია მეორე – 1933-2026 – პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

18:17, 24.03.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განვლილი დღეები ჟურნალისტებთან შეაფასა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა. მისი თქმით, ილია მეორე მართლაც ისტორიული პიროვნება იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. „ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. აღნიშნული პროცესი, შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი