ილია მეორე – 1933-2026 – მოქალაქეთა ნაკადი სიონში
პატრიარქის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში, მომლოცველების ნაკადი არ წყდება. 22 მარტის შემდეგ, მას მერე რაც, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, მასთან პატივის მისაგებად, საქართველოს ყველა რეგიონიდან მიდიან. ჯერ-ჯერობით უწმინდესისთვის საფლავი ბოლომდე მზად არ არის, დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სიონში, სასულიერო პირები პანაშვიდს 40 დღის განმავლობაში გადაუხდიან.