„ილია II“ – საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ილია მეორის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. „ილია II“ – ასე ჰქვია უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნისადმი მიძღვნილ წიგნს, რომელიც პატრიარქმა თავის სიცოცხლეშივე აკურთხა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და დაწვრილებით მოგვითხრობს პატრიარქის განვლილ გზაზე, მის მოგონებებზე, ილია მეორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სახელმწიფო თუ რელიგიურ მოღვაწესთან. პრეზენტაციაზე პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ. პრეზენტაციაზე სიონის მგალობელთა გუნდმა იგალობა.