კვირის წირვა დილით 09:00 საათზე დაიწყება, მას მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. კვირას ელოდებიან მსოფლიო პატრიარქსაც, რომელიც წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. მსახურება 12 საათზე დაიწყება. ამ დროს სამების საკათედრო ტაძარში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, შესვლა მხოლოდ საშვებით იქნება შესაძლებელი. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს. იქნება სიტყვით გამოსვლა და ქადაგება სხვადასხვა მოღვაწის მიერ. ილია მეორის გამოსვენება დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდეა დაგეგმილი.