ილია II – 1933-2026 – „სიონში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება

12:03, 23.03.2026
„მიყვარხარ პატრიარქო“ – სწორედ ამ სიტყვებით გააცილა ერმა სულიერი წინამძღოლი უკანასკნელ გზაზე. დილიდან სიონში მრევლი მიდის, რომ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგოს. ცოტა ხნის წინ დასრულდა უწმინდესისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება. დღის განმავლობაში სასულიერო პირები პანაშვიდსაც გადაიხდიან. პატრიარქის სამუდამო განსასვენებლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, ამიტომ მასთან მიახლოება შეზღუდულია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მრევლს შესაძლებლობა ექნება, უწმინდესის საფლავი მოილოცოს.
შალვა სუმბაძე გვიერთდება სიონიდან პირდაპირ ეთერში.

მსგავსი