ილია II - 1933-2026 - საქართველო სამძიმარს იღებს 

ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს. საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებენ სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური მისიები. ყველა წერილში საუბარია ერის სულიერი წინამძღოლის განსაკუთრებულ ღვაწლზე, ეკლესიისა და ერის წინაშე დამსახურებებზე, მრავალმხრივ ნიჭზე, ეკლესიის გაძლიერებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, ერთგულებასა და უდიდეს ტკივილზე. ხაზგასმულია, რომ ეს არის უდიდესი დანაკლისი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. უწმინდესის და უნეტარესის ნახევარსაუკუნოვან მოღვაწეობას აფასებენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები.