ილია II – 1933-2026 – მოქალაქეთა ნაკადი სიონში

12:01, 24.03.2026

პატრიარქის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. სიონის საპატრიარქო ტაძარში მომლოცველების ნაკადი არ წყდება. 22 მარტის შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, მასთან პატივის მისაგებად საქართველოს ყველა რეგიონიდან მიდიან. ჯერჯერობით უწმინდესისთვის საფლავი ბოლომდე გამზადებული არ არის, დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სიონში, სასულიერო პირები პანაშვიდს 40 დღის განმავლობაში გადაუხდიან.

თათია ტაბეშაძე სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში #მოამბე

მსგავსი