ილია II - 1933-2026 – მოქალაქეთა ნაკადი სიონში

სიონში პატრიარქის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები ყოველდღიურად სრულდება. დილიდან ტაძარში ხალხმრავლობაა. მრევლი უწმინდეს ილია მეორეს საფლავთან მიახლოებას მონაცვლეობთ ახერხებს.

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები პანაშვიდს, მგალობლების თანხლებით, 40 დღის განმავლობაში გადაიხდიან. მომლოცველებისთვის ტაძრის კარი ყოველდღიურად, 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე ღიაა.