ილია II – 1933-2026 – „მიყვარხარ საქართველო“ 

12:05, 23.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე უწმინდესის ილია მეორის ფოტოებია განთავსებული წარწერით – „მიყვარხარ საქართველო“. იმავე წარწერებით ფოტოები განთავსდა ზუგდიდსა და ბათუმშიც. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მას უკანასკნელ გზაზე პატივი მიაგო ასობით ათასმა ადამიანმა. პატრიარქი  17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

მსგავსი