ილია II – 1933-2026 – „გვიყვარხარ პატრიარქო“

12:07, 23.03.2026

სამებიდან სიონამდე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოქალაქეებმა სანთლებით, დროშებითა და ყვავილებით მიაცილეს. მთელ ამ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი და ხალხის უწყვეტი ნაკადი იყო გადაჭიმული. მრევლი დილიდან ელოდა სულიერ წინამძღოლთან გამოთხოვებას, ისმოდა შეძახილები – „გვიყვარხარ პატრიარქო“.

გუშინ თბილისი იყო მდუმარე, თუმცა, ეს მდუმარება რამდენჯერმე ტაშით დაირღვა. 18 მარტიდან 22 მარტამდე – პატრიარქის სამებაში გადასვენებიდან დაკრძალვამდე – ტაძარში ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. მოქალაქეები ჩამოვიდნენ რეგიონიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სამგლოვიარო პროცესიაზე შეკრებილი მრევლი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად მწუხარებისა, ეს დღე იყო უდიდესი იმედისა და მადლიერების მატარებელი. მათ უჭირდათ ემოციების გარეშე პატრიარქის გახსენება.

მსგავსი