ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში

ხმაურიანად ჩაიარა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენამ.

ილია დარჩიაშვილს საკომიტეტო ფორმატში მოუსმინეს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორ ესახება საგარეო უწყების პირველ პირს წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება პროცესის დასაჩქარებლად, რა საკითხები იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან პრიორიტეტული.

დეოკუპაცია, ჟენევის მოლაპარაკებები, მსხვილ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ჩართვა, ომში მყოფი უკრაინის მიმართ პოზიციონირება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები – გეგმების გაცნობასთან ერთად პირველ დიპლომატს ოპონენტების კრიტიკის და მწვავე შეკითხვების მოსმენაც მოუხდა.