ილია დარჩიაშვილი მარეკ შჩიგელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მისიის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში, მათ შორის ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარულად ფუნქციონირების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის.