ილია დარჩიაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტი გრძელდება. შეხვედრა შედგა ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.