ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

აღმოჩენა რეაბილიტაციის პროცესში. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კედლის მხატვრობის ფრაგმენტებს მიაკვლიეს. საუბარია გიგო გაბაშვილის ესკიზების მიხედვით შესრულებულ ასლებზე. მედალიონები წმინდანების გამოსახულებით რამდენიმე ფენის მიღმა აღმოჩნდა.

სახლ-მუზეუმის რესტავრაციის დასრულების შემდეგ, მოხატულობების ნაწილი სამუზეუმო სივრცეში გადაინაცვლებს.