ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წელი შესრულდა

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წელი შესრულდა.

ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ცხოვრების გზა და შემოქმედება საგურამოს სახლ-მუზეუმში შეკრებილებმა გაიხსენეს.

იუბილეს ფარგლებში, ქართული კულტურისა და სულიერების წინაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის გაიცა პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ბავშვთა სტუდია „ბზიკები“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“.