საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გაღრმავება, ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები, ახალი მასშტაბური პროექტები, რეგიონში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს იყო განხილვის მთავრი თემები აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერს შორის გამართულ შეხვედრაზე. საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ პრაღაში ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინიციატივასაც სამხრეთ კავკასიური პლატფორმის შექმნის შესახებ. „შატო მუხრანში“ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.