ილჰამ ალიევის განცხადება

15:11, 06.01.2026

აზერბაიჯანი ღაზაში სამშვიდობო ძალებს არ გაგზავნის – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, აზერბაიჯანს აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტი ჰქონდა და ღაზაში სამშვიდობო ძალების ოპერაციის შესახებ კითხვების ჩამონათვალი მიაწოდა. ალიევის თქმით, არ განიხილავს აზერბაიჯანის გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.

მსგავსი