ილჰამ ალიევის ბრალდება რუსეთს

„რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა სამჯერ მიიტანეს დარტყმა კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები წინასწარ იყო გადაცემული“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილჰამ ალიევის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი და „აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე მიზანმიმართული შეტევა იყო“. მისივე თქმით, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა, თუმცა ბაქოს „დამატებითი ნაბიჯების“ გადადგმა დიპლომატიის ფარგლებს გარეთ არ შეუძლია.