„იკითხე ქართული“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიუროს ინიციატივით შექმნილი „ახალგაზრდული პლატფორმა“ გურიაში, ჩიბათის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, პროექტის „იკითხე ქართული“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში 2018-2017 წლის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებმა თავიანთ ნაწარმოებებზე პრეზენტაციები გამართეს.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციის მიზანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლის მწირი ბიბლიოთეკების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შვიდ სკოლას თანამედროვე ავტორთა წიგნები გადაეცემა. პროექტის მხარდამჭერები ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ჩიბათის საჯარო სკოლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.