„იგლ ჰილსის“ პროექტი

იგლ ჰილსის“ პროექტში გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 იყიდეს უცხოელებმა, აქედან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბინების ყიდვას ვერ შეძლებდნენ, არ გამართლდა. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ღირებულებაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია.