იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ქართველი მომლოცველები საქართველოში ღამით ჩამოაბრძანებენ

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ქართველი მომლოცველები საქართველოში ღამით ჩამოაბრძანებენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერო და სასულიერო პირები დახვდებიან. ცეცხლი ეკლესია-მონასტრებში გავრცელდება.

საქართველოს პირველი არხის მაყურებელს საშუალება ექნება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი, როგორ მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლს სამების ტაძარში. სააღდგომო ლიტურგიას, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ პირდაპირი ეთერში შემოგთავაზებთ.