რუსეთმა უკრაინული მზესუმზირის ზეთის გადამტან სამოქალაქო გემზე იერიში მიიტანა. თურქული გემი VIVA ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ბორტზე თურქეთის 11 მოქალაქე იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და ამჟამად გემი დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. როგორც უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი უხეშად და ცინიკურად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს. პარალელურად, უკრაინამ რუსეთის მიერ ომის დასაფინანსებლად გამოყენებული თითქმის 700 დამატებითი გემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის ტანკერებისა და გემების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი.