იერიში ირანულ ტანკერზე

15:18, 05.09.2026

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრთან, კუნძულ ხარგთან ახლოს, ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ირანული სააგენტო „ტანსიმი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კუნძულის ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფ ტანკერს 4 რაკეტით დაესხნენ თავს. „ტანსიმი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა და ტანკერის ეკიპაჟი ევაკუირებულია. ამასთან, „როიტერსის“ ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არც ამერიკის ცენტრალურ სარდლობას გაუკეთებია.

მსგავსი