იერიში ერ-რიადზე

15:16, 20.09.2026

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადსა და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მათ მიიტანეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის ცნობით, კი მათ, 19 სექტემბერს, ერ-რიადისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს. ოფიციალურ უწყებებს მსხვერპლის შესახებ არ განუცხადებიათ. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელები ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობის სხვა სახის შეფერხებებისთვის უნდა მოემზადონ. „ჰუსიტების“ არმიის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ მათ დიდი რაოდენობის ბალისტური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით თავდასხმები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე მიიტანეს.

მსგავსი