რამდენიმე წუთში ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში იქნება. ალიანსის ხელმძღვანელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდება.
იენს სტოლტენბერგი ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს უკვე ხვალიდან დაიწყებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.