იენს სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ბრიუსელში ხვალ დაგეგმილ ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივ სხდომაზე.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, იმ ფონზე, როდესაც საქართველოსაც და უკრაინასაც რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
შეგახსენებთ, ნატო-საქართველო-უკრაინის სხდომა ხვალ გაიმართება და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.