იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ლიეტუვაში

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა პარტნიორებისადმი არ არის მუქარა რუსეთისადმი და ის აძლიერებს მათ თავდაცვისუნარიანობას აგრესიისაგან. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვაში გააკეთა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზე უკრაინის საზღვრებთან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ახსენა საქართველოც. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს ხანში გააფორმებენ თანამშრომლობის ახალ ერთობლივ დეკლარაციას. პრესკონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. ლიეტუვის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის საზღვრებთან შეკრებილ მიგრანტებთან. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს კრიზისი არის ჰიბრიდული თავდასხმა, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვის შეშფოთებას იწვევს ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურებისა და დოქტრინების ინტეგრაცია, რაც მისივე თქმით, ნატო-სთვის ახალ კოლექტიური გამოწვევას წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი