იენს სტოლტენბერგის განცხადება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი შავი ზღვის ნატო-სთვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, უკრაინის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, არ ჩამორჩეს საქართველოს და ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა ასევე გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა. ამასთან, ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით.

დატოვე კომენტარი