იენს სტოლტენბერგის განცხადება

შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის,  – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამიტომ, ალიანსი რეგიონში როგორც ხმელეთსა და ზღვაზე, ასევე საჰაერო სივრცეში პატრულირებას ზრდის. გაზრდილია როგორც სამხედრო ხომალდების, ასევე სახმელეთო ძალების რაოდენობა. იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რამაც ბოლო წლებში ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება განაპირობა.