„ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, – შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“ – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა ევროპის უსაფრთხოება შეარყია, საპასუხოდ კი, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ და უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთს დიდი საფასური დააკისრეს. გენერალური მდივნის თქმით, პუტინს ნატო ნაკლები დოზით სურდა საზღვრებთან, თუმცა, მისი სისასტიკისა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგთან გაზრდილი კონტინგენტი მიიღო.