იენს სტოლტენბერგის განცხადება

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ წესრიგს, იყენებს ძალებს, რათა საკუთარი მიზნები დააკმაყოფილოს და მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის. ამასთან, როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პასუხად, გააძლიერეს თავდაცვის შესაძლებლობები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.