იენს სტოლტენბერგის განცხადება

„რუსეთთან შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალინასი უარს არ იტყვის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ასევე მოიცავს ღია კარის პოლიტიკას.