იენს სტოლტენბერგის განცხადება

„ნატო-ს არ გაფართოების პირობა არ გაუცია“, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „ფაქტობრივად, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში წერია, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი. გარდა ამისა, არის 70-იანი, 90-იანი წლებით დათარიღებული დოკუმენტები – ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი და მრავალი სხვა ხელშეკრულება, ცხადყოფენ, რომ ქვეყნებს აქვთ საკუთარი გზის არჩევის უფლება“.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებიც კატეგორიულად უარყოფენ, რომ ასეთი პირობა ჰქონდეთ დადებული.