იენს სტოლტენბერგი რუსეთს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდებს

იენს სტოლტენბერგი რუსეთს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობები დაიცვას.

ამასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო მზად უნდა იყოს ახალ ვითარებაში მოქმედებებისთვის. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უნდა მოემზადოს მდგომარეობისთვის, რომლის პირობებშიც, რუსეთი ევროპის საზღვრებთან მნიშვნელოვან ბირთვულ სამხედრო სიმძლავრეს განათავსებს.

სიტყვით გამოსვლის დროს იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ვითარების გამოსწორებისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს. ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ხელშეკრულების აღდგენა შეუძლია.