იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძეს შეხვდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.