„იდუმალი სკივრი“ - მზადება პრემიერისთვის

ყველა ასაკზე გათვლილი სპექტაკლი ზღაპრული სამყაროს შესახებ.

ილიაუნის თეატრი წლის პირველი პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორმა კახა შარტავამ ზღაპრის მრავალფეროვან პერსონაჟებს ახალი გმირები შემატა, პიესაზეც თავად იმუშავა და ძიების პროცესში არაერთ ორიგინალურ გადაწყვეტამდე მივიდა.

„იდუმალი სკივრი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც 17 იანვარს წარმოადგენენ.